ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ხარისხის კონტროლის ახალი რეგულაციები

ზოგადი

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ხარისხის კონტროლის ახალი რეგულაციები
12.02.2015

ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის სისტემის გაუმჯობესების მიზნით ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის ახალი წესები ამოქმედდა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განცხადებით, განხორციელებული ცვლილებების შედეგად, სოფლის მეურნეობის სამინსიტროს ღვინის ეროვნულ სააგენტოს საშუალება ექნება უფრო ეფექტიანად და კვალიფიციურად წარმართოს ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიცირების, საინსპექციო კონტროლის და მასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები. მისივე თქმით, სავალდებულო ხდება საქართველოში წარმოებული ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მარკირება სპეციალური ნომრით, რაც შესაძლებელს გახდის პროდუქტის მიკვლევადობას წარმოების ნებისმიერ ეტაპზე. თითოეულ ბოთლზე დატანილი ლოტის ნომერი (L….) მაკონტროლებლებს საშუალებას მისცემს სრული ინფორმაცია მიიღონ.

აღნიშნული ცვლილება იქნება ქართული ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მაღალი ხარისხის გარანტი და ხელს შეუწყობს ფალსიფიკაციის პრევენციას როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ/საექსპორტო ქვეყნებში.

როგორც ოთარ დანელია აცხადებს, ახალი რეგულაციების თანახმად, ქართული ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების წარმოებითა და ექსპორტით დაინტერესებული მეწარმეებისთვის გამარტივედება ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციასთან დაკავშირებული პროცედურები და ექსპორტიორებისთვის ნაკლები დანახარჯებით მოხდება ექსპორტი. კერძოდ: მეწარმეები განახორციელებენ პროდუქციის ერთი მთლიანი ლოტის ერთჯერად შემოწმებას და აღარ იქნება საჭირო ამ ლოტიდან ყოველი სარეალიზაციო პარტიის ხელახალი ლაბორატორიული და საგედუსტაციო შემოწმება.

ახალი რეგულაციები ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის წესებში ხელს შეუწყობს ქართული ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის ამაღლებასა და პოპულარიზაციას.

ქართული ღვინო