ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ქართული ღვინის დეგუსტაციები პორტლენდსა და სან-ფრანცისკოში

დეგუსტაცია

ქართული ღვინის დეგუსტაციები პორტლენდსა და სან-ფრანცისკოში
13.06.2018

აშშ-ს ქალაქ პორტლენდში ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი იყო  ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია ,,Marq Energie Consulting’’-ის ხელმძღვანელი ჯული პეტერსონი. ღონისძიებას 40-მდე ღვინის პროფესიონალი - იმპორტიორი, დისტრიბუტორი და მედიის წარმომადგენელი დაესწრო. 
ივნისში აშშ-ს რამდენიმე ქალაქში ქართული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაციები იმართება. ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Tastingwork”-ის ორგანიზებით დეგუსტაციები უკვე ჩატარდა ნიუ-იორკსა და სან-ფრანცისკოში.
,,Marq Energie Consulting’’-ის ორგანიზებით, დღეს კიდევ ერთი დეგუსტაცია ჰიუსტონში გაიმართება. 
დეგუსტაციების პარალელურად იმართება სემინარები ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიის შესახებ. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ როგორც ქართული ტრადიციული, ისე კლასიკური მეთოდებით დამზადებული ღვინოები.
აღნიშნული დეგუსტაციები ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდასა და პოპულარიზაციას აშშ-ი. გასულ წლებში აშშ გამოიკვეთა, როგორც ქართული ღვინის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი და მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარი. ღვინის მოხმარების ბაზრის კვლევების თანახმად, აშშ-ში წლის განმავლობაში 3 მლრდ. ლიტრზე მეტი ღვინო მოიხმარება, რაც ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული და მიზანმიმართული თანამშრომლობით, აშშ-ს ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის შესაძლებლობას იძლევა.

ქართული ღვინო