ესტონელების ჯგუფი ღვინის ეროვნულ სააგენტოს ეწვია
ღვინის ტური
ესტონეთის დედაქალაქ ტალინის სახალხო უნივერსიტეტის (Tallinna Rahvaülikool) ლექტორის აუგუსტ ალოპის ინიციატივით, საქართველოში ღვინის ტური ეწყობა. 24-კაციანი ჯგუფი ღვინის ტურის ფარგლებში დღეს ღვინის ეროვნულ სააგენტოს ეწვია. სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ჩოლობარგიამ ესტონელ სტუმრებს ღვინის ეროვნულ სააგენტოში განთავსებული ღვინის მარანი, ენოთეკა და ღვინის მუზეუმი დაათვალიერებინა.
ირაკლი ჩოლობარგიამ სტუმრებისთვის ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა. შეხვედრის დასასრულს გაიმართა სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმის „საქართველო - ღვინის აკვანი“ ჩვენება და სხვადასხვა სახეობის ღვინოების დეგუსტაცია.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ეწვევიან ღვინის საწარმოებს თბილისსა და კახეთში.
აუგუსტი ალოპი 18 წელია კითხულობს „Tallinna Rahvaülikool“-ში ლექციებს ღვინის კულტურაზე და ორგანიზებას უწევს ღვინის ტურებს ტრადიციული მეღინეობის ქვეყნებში, როგორებიცაა საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, პორტუგალია და ა.შ. იგი ასევე არის ღვინის კლუბის დამაარსებელი და ხშირად ატარებს დეგუსტაციებს.