ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

11-მა ქართულმა ღვინომ პოლონეთში უმაღლესი ჯილდოები დაიმსახურა

ზოგადი

11-მა ქართულმა ღვინომ პოლონეთში უმაღლესი ჯილდოები დაიმსახურა
22.05.2018

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გამართულ ღვინის საერთაშორისო კონკურსში „GALICJA VITIS - 2018“ ქართულმა ღვინოებმა უმაღლესი ჯილდოები - 2 ტროფი და 9 ოქროს მედალი მოიპოვა.  ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, სულ კონკურსზე  წარდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 5 კომპანიის 18 სახეობის ქართული ღვინო. უმაღლესი შეფასება მოიპოვეს შემდეგმა ღვინოებმა:
ტროფი (Grand Gold)
კახური წარჩინებული, წითელი, 2013 წ. – კომპანია „ბადაგონი“ 
ალავერდი ტრადიციული, წითელი, 2013 წ. – კომპანია „ბადაგონი“
ოქრო (Gold)
საფერავი რეზერვი, 2010 წ. - კომპანია „ბადაგონი“ 
კახური წარჩინებული, თეთრი, 2014 წ. - კომპანია „ბადაგონი“ 
საფერავი 2016 წ. - „ვაზიანი კომპანი“ 
მწვანე 2016 წ. – „ვაზიანი კომპანი“ 
ქისი 2016 წ. – „ვაზიანი კომპანი“ 
საფერავი 2017 წ. - კომპანია „ასადელი“ 
რქაწითელი ქვევრი, 2017 - კომპანია „ასადელი“
წინანდალი 2016 წ. – „წინანდლის ძველი მარანი“ 
საფერავი 2016 წ. – „წინანდლის ძველი მარანი“ 
აღნიშნული კონკურსი ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) ეგიდით იმართება. კონკურსის ჟიურიში ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თამთა ყველაიძე იყო მიწვეული. როგორც მან აღნიშნა,  კონკურსი „GALICJA VITIS“ პოლონეთში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და მასშტაბურ ღონისძიებად ითვლება.
„ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, ქართულ ღვინის მწარმოებლებს უკვე მეორედ მიეცათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ ამ პრესტიჟულ კონკურსში. კონკურსზე წარდგენილი 18 ქართული ღვინიდან 11-მა უმაღლესი ჯილდო მოიპოვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისა და პოპულარიზაციისთვის პოლონეთში. ეს ქვეყანა ბოლო რამდენიმე წელია დამკვიდრდა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში და ეს გამარჯვება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის კუთხით პოლონეთში“ - განაცხადა თამთა ყველაიძემ.
კონკურსზე სულ წარმოდგენილი იყო მსოფლიოს 10 ქვეყნის 400-მდე სახეობის ღვინო.
კონკურსის ორგანიზატორია პოლონეთის მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ფონდი GALICJA VITIS, რომელთანაც 2016 წელს  ღვინის ეროვნულმა სააგენტომ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

ქართული ღვინო