ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ქართული ღვინის კონკურსი

ზოგადი

ქართული ღვინის კონკურსი
26.10.2014

საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ორგანიზებით და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოში პირველად ჩატარდა კონკურსი, სადაც საცალო ვაჭრობაში წარმოდგენილი 300-მდე ღვინის სახეობიდან პროფესიულმა და ასევე მედიის წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ საუკეთესო ღვინოები 16 კატეგორიის მიხედვით შეარჩია.

ღვინის კონკურსის 1-ლი და მე-2 ტური, 22 - 24 ოქტომბერს, \"თბილისობა 2014\"-ის ფარგლებში მოწყობილ „ღვინის ქალაქში“ გაიმართა.

26 ოქტომბერს, რესტორან \"ქალაქურში\" კონკურსის შედეგები საზეიმოდ გამოცხადდა. გამარჯვებული კომპანიები სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან დავითაშვილმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა ადამიანებმა დააჯილდოვეს.

დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდნენ მაია ბარათაშვილი, თამთა ცხვიტავა და ჯაზბენდი “big band”.

დღესვე, საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ დაფუძნდა „ღვინის ორდენი“, რომელიც, წელს პირველად, ბოლო დროს ღვინის სფეროში განხორციელებული განსაკუთრებული საქმიანობისთვის 3 პიროვნებას - ნუგზარ ქსოვრელს, ბონდო კალანდაძეს და მეუფე დავით ალავერდელს გადაეცა.

ქართული ღვინო