რაჭაში რთველი დაიწყო
ზოგადი
რაჭაში რთველის დაწყებასთან დაკავშირებით, რთველის საკოორდინაციო შტაბი ქალაქ ამბროლაურში გაიხსნა. შტაბის გახსნას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
რაჭაში ყურძნის მიღება-გადამუშავების მზადყოფნა გამოთქვა და დარეგისტრირებულია 14 ღვინის კომპანია. წელს წინასწარი პროგნოზით მუჯურეთულისა და ალექსანდროულის სავარაუდო მოსავალი 800-900 ტონას შეადგენს. წელ რაჭაში მკაცრად კონტროლდება, რომ რეგიონში არ მოხვდეს სხვა ზონიდან შემოტანილი ყურძნის ჯიშები, რათა დაცული იყოს „ხვანჭკარას“ ხარისხი.
ისევე, როგორც კახეთში, საკოორდინაციო შტაბი რაჭაშიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და შარშანდელის მსგავსად, ჩაბარებული ყურძენი, სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით, ერთიან ელექტრონული ბაზაში აღირიცხება. მოქმედებს ცხელი ხაზი - 2 47 01 01, რომელიც 24 საათის განმავლობაში ემსახურება დაინტერესებულ პირებს.
რთველი დასასრულს უახლოვდება კახეთში, სადაც რთველი 2014-ის ფარგლებში გადამუშავებულია 116 ათას ტონაზე მეტი ყურძენი, რეგიონი მოსახლეობის შემოსავლებმა კი რეკორდულ მაჩვენებელს - 155 მლნ ლარს გაააჭარბა.