ქართული ღვინო რიგის გლობალური თავდაცვის კონფერენციაზე
ზოგადი
12-13 სექტემბერს ლატვიის დედაქალაქ რიგაში გლობალური თავდაცვის საკითხებში რიგით მე-9 კონფერენცია გაიმართა, რომელსაც რიგის ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ უმასპინძლა. ღონისძიებაში მონაწილეობდა 35 ქვეყნის 400 წარმომადგენელი, მათ შორის, საქართველოდან მოწვეული მაღალი რანგის სტუმრები.
კონფერენცია ლაივ სტრიმის რეჯიმში გადაიცემოდა და მას 27 ათასზე მეტი ადამიანი ადევნებდა თვალს. საქართველო-ლატვიის ვაჭრობის და ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტოს და ლატვიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ღვინის კომპანია „ალავერდის“ და საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს თანადგომით, ქართული ღვინო იყო ღონისძიების მასპინძელი, რამაც კიდევ ერთი დიდი როლი შეასრულა ქართული ღვინის პოპულარიზაციაში ევროკავშირის და ასევე სხვა ქვეყნებში.
კომპანია „ალავერდის“ პროდუქცია წარმოდგენილი იყო 13 სექტემბერს ღონისძიების ოფიციალურ ვახშამზე და 14 სექტემბერს ლატვიის თავდაცვის მინისტრის რაიმონდს ვეჟონის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებაზე ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, ასევე კონფერენციის მსვლელობის შუალედურ ლანჩებზე.