ქართული ღვინის დეგუსტაცია ღვინის ბლოგერების საერთაშორისო კონფერენციაზე სანტა-ბარბარაში
ზოგადი
ქართული ღვინოების დეგუსტაცია ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ სანტა-ბარბარაში 11-13 ივლისს გამართულ ღვინის ბლოგერების მე-7 ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე (http://winebloggersconference.org/) გაიმართა.
კონფერენციაზე ქართული ღვინოების წარდგენა ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით მოეწყო და ამ ღონისძიების მიზანი იყო ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება საერთაშორისო მასშტაბით, რათა წარმოჩინდეს, რომ ქართული ღვინო ისეთივე მაღალ კლასს მიეკუთვნება, როგორც სხვა ევროპული ღვინოები. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ქართული ღვინის კომპანიების პროდუქცია: \"თელავის ღვინის მარნის\" -„საფერავი\" (2013), „კონდოლის ვენახების საფერავი\" (2009) და „სატრაპეზო საფერავი\" (2008); „ხოხბის ცრემლების\" - „შავკაპიტო\" (2011) და „საფერავი\" (2011). წელს, აღნიშნულ კონფერენციაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 400-მდე ბლოგერი და სოციალური მედიის წარმომადგენელი მონაწილეობდა, რომლებიც ღვინოსა და ღვინის ინდუსტრიის თემებზე წერენ.