ინტერვიუ კენიჩი ოჰაშთან
ზოგადი
ღვინის მაგისტრი - კენიჩი ოჰაში
ქართული ღვინის შარმის შესახებ
უკან მომავალში
საქართველოს გაგონებაზე იქმნება წარმოდგენა, რომ ეს სწორედ ის ქვეყნაა, რომლის ქარვისფერი ღვინოც ბოლო პერიოდში ასე პოპულარულია. ქვევრად წოდებულ ერთგვარ ამფორაში შენახვის გამო, თითოეული ქვევრის ღვინის გემო განსხვავებულია.
ვინაიდან ღვინის მაგისტრი ბატონი კენიჩი ოოჰაში ქართულ ღვინოსთან დაკავშირებით ამბობს, რომ „ეს ღვინო ისეთივე შთამბეჭდავია როგორც უკან მომავალში“ გადავწყვიტე მასთან ინტერვიუს ჩაწერა და იმის გარკვევა, თუ რაში მდგომარეობს ქართული ღვინის ასეთი მიმზიდველობა.
სხვათაშორის, საქართველო თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. დასავლეთით შავი ზღვა აკრავს და კავკასიონის სამხერთით არის განლაგებული.
2015 წლის გაზაფხულამდე, საქართველოს იაპონიაში უწოდებდნენ „გურუჯია“-ს. ეს არის პატარა ქვეყანა, რომლის მოსახლეობაც 4 მილიონამდე ადამიანს შეადგენს.
2017 წლის 29 ნოემბერი
ადგილზე ნარინჯისფერს კი არა ქარვისფერს უწოდებენ
თეთრ ღვინოს, რომელსაც დიდი ხანია იაპონიაში მივირთმევთ ჩვეულებისამებრ „ნარინჯისფერს“ ვუწოდებთ. თუმცა, საქართველოში „ნარინჯისფერს“ კი არა „ქარვისფერ ღვინოს“ უწოდებენ. როგორც აღმოჩნდა თეთრი ღვინის „ნარინჯისფერ“ ღვინოდ მოხსენიება თავდაპირველად ინგლისელმა და ავსტრალიელმა ჟურნალისტებმა დაიწყეს. თუმცა, როგორც აღმოჩდა სიტყვა „ქარვისფერის“ გამოყენება უკეთ გადმოსცემს ტრადიციას.
ქვევრი- ღვინის დამწიფების ჭურჭელი
მიწაში ჩამარხული სხვადასხვა ზომის ჭურჭელში ყურძნის ჩაყრა და ფერმენტაცია როგორც აღმოჩნდა ამ ქვეყნის ტრადიციული მეთოდია. ქვევრში ყურძნის ჩაყრამდე კურკებს არ აცლიდნენ, მცირედ ჭყლეტდნენ და ისე ყრიდნენ, მაგრამ დღესდღეობით ძირითად ჯერ კურკებს აცლიან და შემდეგ ათავსებენ ყურძენს ქვევრში. მაცერაციის პროცესი დამამზადებლის მიხედვით განსხვავდება. ზამთრის განმავლობაში, მიწაში ჩაფლულ ქვევრს ზემოდან მიწას აყრიან და აჩერებენ. ნახევარი წლის განმავლობაში ქვევრში გაჩერებულ ღვინოს „თავისებური არომატი აქვს და მისი დამზადების წესი ერთის მხრივ იაპონური „დაში“-ს მომზადების წეს ჰგავს“ ამბობს ღვინის მაგისტრი ოჰაში. აღსანიშნავია, რომ ბევრია ქვევრის ღვინო, რომელიც გოგირდმჟავას არ შეიცავს და შესაბამისად „რთული შესანახია“. ნათქვამია, რომ „ზოგადი ცოდნის საფუძველზე მოვლაა საჭირო“.
იაპონიის ბაზართან დაკავშირებული მოლოდინები
საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგის მენეჯერს, ქალბატონ ელენე კიკნაძეს, იაპონიის ბაზართან დაკავშირებულ მოლოდინებთან დაკავშირებით დავუსვით კითხვა. „იაპონია საკმაოდ საინტერესო ქვეყანაა და აქტიური ბაზარი უნდა ჰქონდეს. ასევე, ბოლო წლების განმავლობაში იაპონურ ბაზარზე ქართული ღვინო წარმატებით სარგებლობს. დროდადრო იაპონურ ბაზარზე გამოჩენილი ტრადიციული ქართული პროდუქციაც იაპონელი მომხმარებლისთვის საუცხოოდ ახალია. აქვე, ქართული ქარვის ღვინოც თავისებური და მდიდარია. ამგვარად, შეუდარებელი ქართული პროდუქცია რამდენიმე წელიწადში იმედი მაქვს, რომ იაპონიის ბაზარზე მყარად მოიკიდებს ფეხს.“
სხვათა შორის საქართველოში წელიწადში წარმოებულ ღვინოს შორის, ქვევრის ღვინის რაოდენობა 10% არ აღემატება.
ქვევრის ღვინის სიმცირე
2000 წლების პირველ ნახევარში, გავიგე, რომ ტიერი პუზელა ლუარადან ქართული ღვინის დიდი მეგობარი იყო და სწორედ ამ დროს შევიტყვე ქართული ღვინის შესახებ.
ნატურალური ღვინოების მცოდნემ, წარმოშობით ფრანგმა, ღვინის მაგისტრმა იზაბელ ლეჟერონმა ლონდონში ღვინო რომ გამასინჯა, ისიც ქართული ღვინო იყო. იმ დრომდე მეგონა, რომ ნატურალური ღვინო საფრანგეთისა და იაპონიის რესტორნებში იყო ხელმისაწვდომი. ლონდონის პოპულარული რესტორნების მენიუშიც რომ აღმოვაჩინე გაკვირვებული დავრჩი.
ასევე, საქართველოში ყოველწლიურად იმართება „ღვინის საერთაშორისო დაჯილდოება“. ღონისძიებაზე იწვევენ თითოეული ქვეყნის 3-4 ღვინის მაგისტრს ან სომელიეს, რომლებიც ღვინის ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად მიირთმევენ ღვინოს და აფასებენ მას. შარშან აღნიშნულ ღონისძიებაზე ჟიურის სტატუსით ვიყავი და ბევრი სხვადასხვა სახეობის ღვინო გავსინჯე.
მეგონა, რომ საქართველო მხოლოდ ნატურალურ ღვინოს აწარმოებდა, თუმცა შევიტყვე რომ ეს მთლად ასეც არ არის. აღმოჩნდა, რომ ბევრია ღვინო, რომელშიც ყურძნის ტრადიციული სახეობაა გამოყენებული და თანამედროვე ტექნოლოგიით მზადდება. საქართველოში ასეთ ღვინოს „ევროპულ ღვინო“-ს უწოდებენ.
1991წელს, ორ საუკუნოვანი ოკუპაციისგან, საბჭოთა კავშირიდან გამოყოფის შემდეგ, საქართველომ ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსად დაიწყო განვითარება და თანამედროვე ტექნოლოგიებიც სწრაფი ტემპით დაინერგა. უნდა აღვნიშნო, შევიტყვე იმის შესახებ, რომ ტრადიციული ქვევრის ღვინისგან განსხვავებით, ევროპული წესით მომზადებულ ღვინოში ყურძნის სახეობის თავისებურება უკეთ გამოიკვეთება. მაგალითად, საქართველოში ღვინის ნახევარზე მეტი რაოდენობის მწარმოებელ რეგიონ კახეთში წარმოებული ღვინის 2%-ზე ნაკლებს შეადგენს ქვევრის ღვინოს. ეს კი მთლიანად საქართველოში წარმოებული ღვინის 10%-ზე ნაკლებია.
მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებით დიდი რაოდენობით ღვინო იწარმოება, დღემდე ეს პროდუქცია იაპონიაში არ შემოდიოდა. იმპორტი სულ ახლა ხანს, შემოდგომაზე დაიწყო.
ქვევრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობა
ქართული ქვევრის ღვინის წარმოება 8000 წლის წინ დაიწყო და ღვინის წარმოების ძვირფასს მეთოდს წარმოადგენს. შესაბამისად, ეს მომზადების წესი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში ჩაიწერა (2013 წლის დეკემბერში „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა“). ამბობენ, რომ ღვინის წარმოებას სწორედ აქ ჩაეყარა საფუძველი, რაც არქეოლოგიის კუთხითაც მნიშვნელოვანს ხდის ამ ქვეყანას. ამ ისტორიასთან დაკავშირებული მუზეუმიც არსებობს. ნამდვილად ვგრძნობ, რომ ეს შეუდარებელი ქვეყანაა.
წეღან ნახსენებ ღვინის დაჯილდოვებას დავუბრუნდები და გეტყვით, რომ ყოველთვის, აუცილებლად საუკეთესო ღვინოთა შორის ქვევრის ღვინის მწარმოებელი ხვდება. ბევრმა ადამიანმა შეიძლება იფიქროს, რომ ქვევრის ღვინო ბაქტერიებით დაბინძურებული ან აორთქლებადი მჟავების შემცველია, თუმცა სიმართლე რომ გითხრათ ბევრია ძალიან სუფთა ქვევრის ღვინო.
ქვევრისა და ევროპული კომბინაციის ტექნიკა
ქართული ქვევრის ღვინის მომხიბლაობის გადმოსაცემად ვთვილ აუცილებელია თითო თითო ბოთლი ქვევრისა და ევროპული ღვინის გამოფენა. ქვევრი ეს არის ტრადიცია, რომელსაც საქართველოს გარდა ვერსად შეხვდებით. უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ ქვევრით შეუძლებელია საქართველოში არსებული მდიდარი ტრადიციების მრავალფეროვნების გადმოცემა. ეს იმიტომ, რომ წარმოების თვისებურება უკვე მზა პროდუქტის ხასიათში იკარგება.
28 ნოემბერს ტოკიოში და 4 დეკემბერს ოსაკაში, იაპონიის სომელიეთა ასოციაციის ეგიდით იმართება მასტერკლასი, რომელშიც ჩართულები იქნებიან უფროსი სომელის და უფრო მაღალი სტატუსის მქონე პირები. სურვილი მაქვს ამ ღონისძიების ფარგლებში ყურადღბით მოვისმინო მსოფლიოს უძველესი ღვინის მწარმოებლის საქართველოს შესახებ. საინტერესოა, უჟანგავი მეტალისა და ხის კასრისგან განსხვავებით როგორ ზეგავლენას ახდენს ღვინის არომატზე ქვევრის ჭურჭელი. ალბათ ამ საკითხის მცოდნე ღვინის გამყიდველი კომპანიებიც ვფიქრობ ცოტაა. მაგალითად, ბარიკის წარმოების შესახებ ინფორმაცია ბევრ ადამიანს აქვს, თუმცა ამფორას შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ამიტომ მინდა ამ ტექნოლოგიასთან დაკავშირებით დაწვრილებით ვისაუბრო.
525 სახეობის ტრადიციული პროდუქტი
საქართველოში ტრადიციული ყურძნის 525 სახეობაა დაფიქსირებული. თუმცა, აქედან ძირითადად 50 სახეობა გამოიყენება. კულტივირებული მიწების 95%-ზე ტრადიციული სახეობის ყურძენი მოდის. PDO შეადგენს 18-ს. მიუხედავად სახეობების მრავალფეროვნებისა, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ყურძნის წარმოების ერთ რეგიონზე დაახლოებით 3 სახეობის ყურძენი მოდის.
საქართველოს აღმოსავლეთით მდებარე რეგიონში, კახეთში კულტივირებული მიწის რაოდენობა 45, 000 ჰექტარს შეადგენს და აქედან 94% ყურძნის მოყვანას ხმარდება, იმერეთში 5%.
მოყვანილი ყურძნის სახეობებიდან პირველ რიგში თეთრი ღვინისთვის გამოიყენება რქაწითელი. ყურძნის ამ სახეობის მოყვანისთვის კულტივირებული მიწების დაახლოებით 54% გამოიყენება. ყურძნის ეს სახეობა არა მარტო საქართველოში, არამედ რუსეთსა და ჩინეთშიც ფართოდ არის გავრცელებული და მოყვანის თვალსაზრისით მსოფლიოში მე-7 ადგილი უკავია. რქაწითელი აზიის ქვეყნებში ცნობილია სახელწოდებით „ბაიუ“. მოყვანის სიხშირით გამოირჩევა საფერავიც, რომელიც მცირედით ჩამოუვარდება რქაწითელს და კულტივირებული მიწების დაახლოებით 35%-ზე მოდის. საფერავი კახეთის რაიონში წარმოებული ერთერთი ყველაზე მნიშნველოვანი პროდუქტია. მკვეთრი მუქი ფერი და ტანინი ამ ხანგრძლივი დაძველების ღვინის მახასიათბელია. ასევე აღსანიშნავია მწვანე კახური, რომელიც წარმოების 2%-ს შეადგენს.
აქვე უნდა ითქვას, რომ ხშირია შემთხვევა, როდესაც უმაღლესი ხარისხის ღვინო ერთი სახეობის ყურძნისგან მზადდება. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ასეთი ხარისხის ღვინო ყურძნის სახეობების ნარევით მზადდება.
საყურადღბო მწარმოებლები
და ბოლოს, რამდენიმე სიტყვით იმ მწარმოებლების შესახებ, რომელთა პროდუქციაც შემოდგომიდან წარმოდგენილი იქნება იაპონურ ბაზარზე.
შალაური
საერთაშორისო ღვინის დაჯილდოვების გამარჯვებული სწორედ შალაური იყო. ეს მცირე ზომის მარანი მხოლოდ ქვევრის ღვინოს აწარმოებს. რქაწითელის თეთრი ღვინო, მწვანე კახურის თეთრი ღვინო, ასევე უგემრიელესად მომზადებული ფორთხლის კანი, გარგარი და სხვა, ყველაფერი ეს ვიონიეს არომატს მოგაგონებთ. სიმწიფე და ღვინის მდიდრული გემო ერთად არის თავმოყრილი პროდუქციაში. ამ შემოდგომიდან იაპონურ ბაზარზე წარმოადგენს კომპანია მოტოქსი (Mottox).
შუმი
საქართველოს ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე განარჯვებული შუმი. ძირითადად ევროპული სტილის ღვინოს აწარმოებს, თუმცა ამ კომპანიის მიერ დამზადებული ქვევრის ღვინო მთელი საქართველოს მასშტაბით არის ცნობილი, როგორც უმაღლესი ხარისხის ღვინო! 2007 წლამდე, შუმის კონსულტაციებს უწევდა ბორდოს შატო Beausejour Duffau Lagarosse-ის კონსულტანტი. ამ კომპანიის პროდუქციას იაპონურ ბაზარზე კომპანია Vin X Co. წარმოადგენს.
ორგო
ამ მცირე ზომის ღვინის კომპანია საქართველოს ნიჭიერი კონსულტანტი გიორგი დაკიშვილი, თავის შვილთან ერთდ მართავს. გიორგის შვილის, თემურის მიერ აშენებული „ვიტაბენია“ თვალშისაცემი და თანამედროვეობის შეგრძნების გამჩენი ეს ადგილი ქვევრის ღვინოს აწარმოებს. იაპონურ ბაზარზე ბატონი გიორგის ღვინო წლევანდელი შემოდგომიდან, ხოლო თემურის ღვინო მომავალი წლიდან გამოჩნდება. პროდუქციას იაპონიაში კომპანია Arcane შემოიტანს.
შატო მუხრანი
ამ შატოს თვალისმომჭრელი სილამაზე კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მისი მონახულების მნიშვნელობას. აქ გაეცნობით ღვინის წარმოების ადგილობრივი ნოუჰაუს დეტალებს. წარმოების 90% ევროპული სტილის ღვინოა. ასევე გამოიყენება კავკასიური მუხის კასრები, რაც პროდუქციის ხარისხს კიდევ უფრო აუმჯობესებს. პროდუქციას იაპონიაში კომპანია Arcane შემოიტანს.
ლაგვინარი
ეს არის ადგილობრივი ბრენდი, რომელიც ღვინის მაგისტრმა იზაბელ ლარგერონმა ღვინის მაგისტრ ოჰაშის გაასინჯა. ამ პროდუქციაში ნატურალურობის უნიკალური სიმარტივისა და სიკაშკაშის იდეალური ბალანსი თვალშისაცემია. პროდუქციას იაპონიაში კომპანია Diony შემოიტანს.
ვაზიანი
იაპონიის ღვინის კონკურსში ამ ბრენდმა უმაღლესი კლასის შეფასება დაიმსახურა. წლევანდელი შემოდგომიდან პროდუქციას იაპონიაში კომპანია Mottox შემოიტანს. ხარისხთან ერთად პროდუქციის შეფუთვა და დიზანიც თვალში საცემია. შეიძლება ეს პროდუქცია ძალიან პოპულარული გახდეს იაპონურ ბაზარზე.