ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის დეგუსტაცია ქალაქ დუსელდორფში გაიმართა

დეგუსტაცია

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის დეგუსტაცია ქალაქ დუსელდორფში გაიმართა
10.06.2026

გერმანიის ქალაქ დუსელდორფში ქართული ღვინის დეგუსტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის ff.k. Public Relationsორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიების მთავარი კონცეფცია იყო ქართული ღვინის შეხამება ადგილობრივ სამზარეულოსთან. დეგუსტაციას HoReCa (სასტუმრო, რესტორანი, კაფე) სექტორიდან ღვინის პროფესიონალები დაესწრნენ.

ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ, გერმანიის ბაზარზე საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, მარკეტინგულ კომპანიასთან ff.k Public Relationsღვინის ეროვნული სააგენტო 2021 წლიდან თანამშრომლობს. კამპანიის ფარგლებში, დეგუსტაცია-სემინარები გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ღვინის პროფესიონალების, ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისა და მომხმარებლებისთვის იმართება; ქართული ღვინო წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე, ხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები; მედიის, ღვინის პროფესიონალებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის ეწყობა საქართველოში ღვინის ტურები.

გერმანია ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულშია გაყიდვების მზარდი მაჩვენებლით. მიმდინარე წლის იანვარ-მაისში, საქართველოდან გერმანიაში ექსპორტირებულია 670 ათასამდე ლიტრი ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 33%-ით აღემატება.

ქართული ღვინო