ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა

ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა

პროგრამის მიზანია, ადგილობრივ ბაზარზე ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ღონისძიებების სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმი იყოს მეტად მოქნილი და გამჭვირვალე. 

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება საქართვლოს მასშტაბით დაგეგმილი ქართული ღვინის ფესტივალები, თემატური გამოფენები, კონკურსები, საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებული ღონისძიებები. 
პროგრამაში დეტალურად არის გაწერილი გამოფენა-ფესტივალების, კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზატორების დაფინანსება/თანადაფინანსების პირობები და ანაზღაურების ოდენობა, იმ დოკუმენტაციის ჩამონათვალი, რომლებიც უნდა წარმოადგინოს პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მიღების მსურველმა იურიდიულმა პირებმა.
აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და მხარდაჭერით, საერთაშორისო მარკეტინგული კამპანიების პარალელურად, საქართველოს მასშტაბით, არაერთი ღვინის ფესტივალი, გამოფენა, დეგუსტაცია და კონკურსი იმართება.  აღნიშნული ღონისძიებების მიზანი ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის და სხვა ღვინოპროდუქციის პოპულარიზაცია.

  •  

საქართველოს მთავრობის 2024 წლის 8 აპრილის N132
დადგენილებით, ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის
პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში,
განაცხადების მიღება მიმდინარეობდა 2024 წლის 22 აპრილიდან - 2024 წლის 22 მაისის ჩათვლით. 

ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში განცხადებების მიღების მეორე ეტაპი იწყება 2024 წლის 19 აგვისტოს და დასრულდება 2024 წლის 6 სექტემბერს.

ქართული ღვინო