- სიახლეები
- ცხადდება განაცხადების მიღება ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებისთვის
ცხადდება განაცხადების მიღება ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებისთვის
ზოგადი
08.06.2025
ამ ეტაპზე მიიღება განაცხადები 2025 წლის მეორე ნახევარში ჩასატარებელ ღონისძიებებზე.
განაცხადები მიიღება 2025 წლის 9 ივნსიდან 30 ივნისის ჩათვლით.
პროგრამის მიზანია, ადგილობრივ ბაზარზე ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ღონისძიებების სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმი იყოს მეტად მოქნილი და გამჭვირვალე.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება საქართვლოს მასშტაბით დაგეგმილი ქართული ღვინოპროდუქციის ფესტივალები; ღვინოპროდუქციის თემატური გამოფენები ქართული ღვინის წარდგენით; ადგილობრივი და საერთაშორისო ღვინოპროდუქციის კონკურსები;
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ლინკებზე: