ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

რთველის მიმდინარეობა - 21 სექტემბერი

რთველი

რთველის მიმდინარეობა - 21 სექტემბერი
21.09.2015

21 სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია  30 ათას ტონამდე ყურძენი. მათ შორის, 11,2 ათას ტონამდე რქაწითელი, 12,4 ათას ტონამდე საფერავი, 1,3 ათას ტონამდე კახური მწვანე და 4,5 ათას ტონაზე მეტი სხვა ჯიშის ყურძენი.

ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა კახეთის რეგიონში 17 მლნ ლარს მიაღწია.

კახეთში რთველი აქტიურ ფაზაშია შესული - განვლილი 24 საათის განმავლობაში  5 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა. რთველი კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენია გადამუშავებულია შემდეგ მუნიციპალიტეტებში: გურჯაანი - 8,7 ათას ტონამდე, ყვარლის - 6,6 ათას ტონამდე და თელავის - 4,4 ათას ტონამდე.

კახეთში ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია ღვინის მწარმოებელი 60 კომპანია, მათ შორის,  სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 14 ღვინის საწარმო.

რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge.

 

 

ქართული ღვინო