ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

რთველის მიმდინარეობა - 4 ოქტომბერი

რთველი

რთველის მიმდინარეობა - 4 ოქტომბერი
04.10.2015

4 ოქტომბრის 10.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავდა 114 ათას ტონა ყურძენი. მოსავლის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 77 მლნ ლარს გადააჭარბა

3 ოქტომბერს  დღეღამურად გადამუშავდა 4 591 ტ, რაც მიუთითებს, რომ რთველი კახეთში ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს რთველი ფაქტობრივად დასრულებულია დედოფლისწყაროსა და სიღნაღის რაიონებში. ყურძნის გადამუშავების პროცესი კახეთში შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. ღვინის ქარხნებში ყურძენი 14 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.

ამ დროისთვის გადამუშავებულია  რქაწითელი 59 ათას ტონა, საფერავი - 40,1 ათას  ტონა, ასევე 2,7 ათასი ტონა  კახური მწვანე და 12 ათას ტონა სხვა ჯიშის ყურძენი.

კახეთყურძნის გადამუშავება მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე გამოიყურება: გურჯაანი - 37,8 ათას ტონა, თელავი - 26,2 ათასი ტონა, ყვარელი - 20,5 ათასი ტონა, სიღნაღი - 7,8 ათას ტონა, ლაგოდეხი - 7,7 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 2,2 ათასი ტონა, ახმეტა - 4 ათასი ტონა და საგარეჯო - 7,4 ათასი ტონა. 

 

რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობას განაგრძობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge.

ქართული ღვინო