ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

რთველის მიმდინარეობა - 12 სექტემბერი

რთველი

რთველის მიმდინარეობა - 12 სექტემბერი
12.09.2015

12 სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 5,3 ათას ტონამდე ყურძენი. მათ შორის, 1 110 ტონამდე რქაწითელი, 1 472 ტონამდე საფერავი, 328 ტონამდე კახური მწვანე და 2 300 ტონაზე მეტი სხვა ჯიშის ყურძენი.

რთველი კახეთში შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. დედოფლისწყაროს და სიღნაღის რაიონების შემდეგ, რთველი გურჯაანის რაიონის სოფლებშიც დაიწყო.

კახეთში ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 19 ღვინის მწარმოებელი კომპანია, მათ შორის, 4 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ღვინის საწარმო. 

ამ დროისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დერეგისტრირებულია 70-მდე ღვინის კომპანია.

რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, ასევე მუშაობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015,gov.ge.

 

ქართული ღვინო