ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

სოფლის მეურნეობის მინისტრი ყურძნის გადამუშავების პროცესს გაეცნო

რთველი

სოფლის მეურნეობის მინისტრი ყურძნის გადამუშავების პროცესს გაეცნო
13.09.2015

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, მინისტრის მოადგილეები ლევან დავითაშვილი და დავით გალეგაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარესთან, გიორგი სამანიშვილთან ერთად გურჯაანის მუნიციპალიტეტში რთველის მიმდინარეობის პროცესს გაეცნენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები მევენახეებს შეხვდნენ და კოტეხისა და ჭანდრის ღვინის ქარხნებში ყურძნის გადამუშავების პროცესს დაესწრნენ. 

როგორც მინისტრმა მევენახეებთან შეხვედრისას აღნიშნა, წელევანდელი რთველიც ორგანიზებულად ჩაივლის და არცერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება.

\"მინდა კიდევ ერთხელ ავღნიშნო, რომ ჩვენთვის მევენახე პრიორიტეტულია. მიუხედავად ამისა, არც კერძო ბიზნესის დაზარალებას ვაპირებთ. განსხვავება დღევანდელსა და წინა ხელისუფლებას შორის არის ის, რომ ჩვენ არ მოვახდენთ ზემოქმედებას კერძო კომპანიებზე და არ დავადგენთ ყურძნის ფასს. სახელმწიფო კერძო ბიზნესის კონკურენტი არავითარ შემთხვევაში არ გახდება“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ. მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ყურძნის დიდი რაოდენობა სიმწიფეში არ შესულა და მევენახეებს მოუწოდა , ყურძნის კონდიციაში შესვლამდე რთველი არ დაიწყონ.

ჭანდრის ღვინის ქარხნის დირექტორმა გიორგი ზაკალაშვილმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ რთველის მიმდინარე სეზონზე საწარმო 10 ათას ტონამდე ყურძნის გადამუშავებას გეგმავს. ქარხანა უკვე იბარებს როგორც დაზიანებულ/დასეტყვილ, ისე სიმწიფეში შესულ ხარისხიან ყურძენს. რთველი 2015–ის ფარგლებში 10 ათას ტონამდე ყურძნის გადამუშავებას გეგმავს კოტეხის ღვინის ქარხანაც.

ნელ–ნელა რთველი კახეთის რეგიონში აქტიურ ფაზაში შედის. 13 სექტემბრის მონაცემებით, 7 000 ტონამდე ყურძენი უკვე გადამუშავებულია. 

რთველი 2015–ის ფარგლებში, კახეთის რეგიონში ყურძენს გადამუშავებას ღვინის მწარმოებელი 19 საწარმო, მათ შორის სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 4 ღვინის საწარმო ახორციელებს.

ქართული ღვინო