ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

24 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის მასშტაბით 48 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

რთველი

24 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის მასშტაბით 48 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
24.09.2026

24 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის მასშტაბით 48 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. აქედან - 34,5 ათასი ტონა მაღალკონდიციურია.
გადამუშავებული ყურძნიდან, 29 ათასი ტონა საფერავი, 12,4 ათასი ტონა რქაწითელი და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. 
სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანია“ მევენახეებისგან ყურძენს 21 ლოკაციაზე იბარებს კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. აქტიურობს ღვინის კერძო სექტორიც.
მოსავლის დაბინავება აქტიურად მიმდინარეობს კახეთის უმეტეს მუნიციპალიტეტში.
ამ ეტაპზე რთველის საკოორდინაციო შტაბში 500-მდე ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის მიღების პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან.
რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს შესაძლებლობა ექნება, ყურძენი დააბინაოს. ამ მიზნით, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად იბარებს:
კონდიციური საფერავის ფასი, რომლის შაქრიანობა არანაკლებ 20%-ია, 1 კგ 1,50 ლარი. საფერავი, რომლის შაქრიანობა 16%-დან 20%-მდეა - 1,00 ლარი,  16%-ზე ნაკლები შაქრიანობის საფერავის ფასი 50 თეთრი.
რქაწითელის და „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართული საღვინე სხვა ყურძნის შემთხვევაში, შაქრიანობის არანაკლებ 19%-ის მქონე ყურძნის ფასი 1,30 ლარი, 16%-დან 19%-მდე  90 თეთრი, ხოლო 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის შემთხვევაში 50 თეთრი.
ყურძნის ჩაბარების პროცესს,  ქალაქ გურჯაანში განთავსებული რთველის საკოორდინაციო შტაბი უწევს კოორდინაციას. რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზის ნომრებზე: 1501 და 032 2 19 37 18.

ქართული ღვინო