ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

რთველის მიმდინარეობა - 14 სექტემბერი

რთველი

რთველის მიმდინარეობა - 14 სექტემბერი
14.09.2015

14 სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 7,1 ათას ტონამდე ყურძენი. მათ შორის, 1 700 ტონამდე რქაწითელი, 2 320 ტონამდე საფერავი, 375 ტონამდე კახური მწვანე და 2 700 ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი.

რთველი კახეთში შეფერხების გარეშე მიმდინარეობს - დედოფლისწყაროს და სიღნაღის რაიონების შემდეგ, რთველში გურჯაანის, ლაგოდეხისა და თელავის რაიონების სოფლებიც ჩაერთო.

კახეთში ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 21 ღვინის მწარმოებელი კომპანია, მათ შორის, 6 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ღვინის საწარმო. 

ამ დროისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დერეგისტრირებულია 80 ღვინის კომპანია.

რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, ასევე მუშაობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge.

ქართული ღვინო