ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს.

საკანონმდებლო

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს.
09.06.2026

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს.

კანონპროექტის თანახმად, იცვლება მცირე ზომის მარნის“ დეფინიცია და მისი წლიური წარმადობის მაქსიმალური ზღვარი 40 000 ლიტრიდან 25 000 ლიტრამდე მცირდება. ამასთან, ტერმინი სახლის ღვინო“ იცვლება ტერმინით - ბუნებრივი ღვინო“, რომელიც ითვალისწინებს პროდუქციის წარმოებას სისტემური პესტიციდების, ჰერბიციდებისა და სხვა ქიმიური სინთეზური საშუალებების გამოყენების გარეშე.

კანონპროექტით სავალდებულო ხდება სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმელების ნიშანდება.

ალკოჰოლიანი სასმელის ნიშანდებას ღვინის ეროვნული სააგენტო განახორციელებს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

გარდა ამისა, როგორც საექსპორტოდ, ისე ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე რეალიზაციისთვის განკუთვნილი ყველა კატეგორიის ღვინო დაექვემდებარება სავალდებულო ორგანოლეპტიკურ შემოწმებას, გარდა ბუნებრივი ღვინის“ კატეგორიისა.

ქართული ღვინო