ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

პოპულარულ ამერიკულ გამოცემაში „SevenFifty daily” ქართული ღვინოების შესახებ სტატია გამოქვეყნდა

ზოგადი

პოპულარულ ამერიკულ გამოცემაში „SevenFifty daily” ქართული ღვინოების შესახებ სტატია გამოქვეყნდა
03.06.2026

ალკოჰოლური სასმელების ბიზნესსა და კულტურაზე სპეციალიზებულ ამერიკულ ონლაინ ჟურნალში SevenFifty dailyსტატია სათაურით ქართული ღვინო ქარვისფერი იდენტობის მიღმა“ გამოქვეყნდა. პუბლიკაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის Glodow Nead Communicationმხარდაჭერით მომზადდა.

სტატია მიმოიხილავს ქართული ღვინის სხვადასხვა კომპანიის პროდუქციას და საქართველოს მეღვინეობის სხვადასხვა რეგიონის ღვინოებს, რაც ხელს უწყობს მათი საერთაშორისო პოპულარიზაციისა და ცნობადობის ზრდას.

SevenFifty dailyწარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ღვინის ინდუსტრიის პროფესიონალებისთვის, კომერციული სექტორის წარმომადგენლებისა და ღვინის მოყვარულებისთვის. გამოცემა სიღრმისეულად აშუქებს ალკოჰოლური სასმელების ბაზრის ტენდენციებს, გამოწვევებს, ეკონომიკურ ფაქტორებსა და ინოვაციებს, რომელსაც ინდუსტრიის 20 ათასამდე სპეციალისტი ეცნობა.

ქართული ღვინის პოპულარიზაციის, ცნობადობის ზრდისა და ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო წლებია თანამშრომლობს საერთაშორისო მედია-პარტნიორებთან, მათ შორის CNN, CBS, Netflix, The New York Times”, „Wine Enthusiastდა სხვა.

ქართული ღვინო