ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ლევან მეხუზლა: „2026 წლის რთველის დროს კიდევ უფრო დაფასდება ის მევენახე, ვინც იზრუნებს ყურძნის ხარისხსა და კონდიციურობაზე“

ზოგადი

ლევან მეხუზლა: „2026 წლის რთველის დროს კიდევ უფრო დაფასდება ის მევენახე, ვინც იზრუნებს ყურძნის ხარისხსა და კონდიციურობაზე“
17.02.2026

ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, რქაწითელისა და სხვა საღვინე ჯიშების ფასი, რომელთა შაქრიანობა 20%-ს აღემატება, 1 კგ 1.30 ლარი იქნება. ხარისხიანი საფერავის შაქრიანობა კი, უნდა აღემატებოდეს 22%-ს და ყურძენი უნდა იყოს დაუზიანებელი. ასეთ შემთხვევაში, 1 კგ საფერავის ჯიშის ყურძენში სახელმწიფო 1.50 ლარს გადაიხდის“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ.

სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, წელიწადის ამ დროს მიმდინარეობს ვენახების ფორმირება, შესაბამისად, მევენახეებმა უნდა გაითვალისწინონ დაგეგმილი ცვლილებები.

სახელწმიფოს ქმედებები სრულად მიმართულია ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესებისკენ, რათა ის იყოს კონკურენტუნარიანი ღვინის მსოფლიო ბაზარზე. ამისთვის, უმნიშვნელოვანესია, რომ ის ნედლეული, რომლისგანაც მზადდება ღვინო, იყოს შესაბამისად მაღალი ხარისხის. მაღალი ხარისხის მისაღწევად კი, განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოვუაროთ ვენახს, არ დავტვირთოთ ვაზი და აქცენტი გავაკეთოთ არა რაოდენობაზე, არამედ ხარისხზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, სამართლიანია გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო იზრდება ფასის სხვაობა ხარისხიან კონდიციურსა და დაბალხარისხიან არაკონდიციურ ყურძენს შორის“, - განმარტა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ.

ლევან მეხუზლას განცხადებით, შაქრიანობის ქვედა ზღვარად განისაზღვრა 17%, რომელზეც იქნება მიბმული უხარისხო ყურძნის დეფინიცია.

„17%-ზე დაბალი შაქრიანობის ყურძნისგან ძალიან დაბალი ხარისხის ღვინო მზადდება. ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელი ყურძნის ხარისხიანობის არის სწორედ შაქრიანობა“, - აღნიშნა სააგენტოს თავმჯდომარემ.

ქართული ღვინო