- სიახლეები
- შვედეთის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოების და საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს შვედი და ფინელი ღვინის პროფესიონალების 8-კაციანი ჯგუფი ეწვია.
შვედეთის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოების და საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს შვედი და ფინელი ღვინის პროფესიონალების 8-კაციანი ჯგუფი ეწვია.
ღვინის ტური
ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ მედიის, სომელიეებისა და გასტრონომიული სფეროს ცნობილი წარმომადგენლები. საქართველოში ვიზიტის მთავარ მიზანს ქართული ღვინის კულტურის გაცნობა და შემდგომ, შვედეთსა და ფინეთში მისი ცნობადობის გაზრდის ხელშეწყობა წარმოადგენდა.
5-დღიანი ტურის ფარგლებში, სტუმრებმა ღვინის ეროვნულ სააგენტოში მიიღეს დეტალური ინფორმაცია ქართული ღვინისა და ვაზის კულტურის უძველესი ისტორიისა და ტრადიციების შესახებ. აგრეთვე ესტუმრნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ღვინის მწარმოებელ კომპანიებსა და მცირე მარნებს, რის ფარგლებში ადგილზე გაეცნენ ღვინის დაყენების უნიკალურ ტექნოლოგიას და დააგემოვნეს სხვადასხვა სტილის ქართული ღვინო.
საქართველოში გამართული ღვინის ტურის მონაწილეები, სხვადასხვა პლატფორმის საშუალებით, საკუთარ შთაბეჭდილებებს გაუზიარებენ ადგილობრივ მოსახლეობას, რაც, თავის მხრივ, შვედეთსა და ფინეთში ქართული ღვინის შემდგომ პოპულარიზაციას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს.