- სიახლეები
- მილანის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ფაბიო კვალინო საქართველოში ველური ვაზის ფიტოპლაზმური დაავადებებoს კვლევის მიზნით იმყოფებოდა.
მილანის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ფაბიო კვალინო საქართველოში ველური ვაზის ფიტოპლაზმური დაავადებებoს კვლევის მიზნით იმყოფებოდა.
ზოგადი
06.08.2025
მილანის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ფაბიო კვალინო (Fabio Quaglino) საქართველოში ველური ვაზის დაავადებებoს კვლევის მიზნით იმყოფებოდა. ფაბიო კვალინო, ქართველ კოლეგებთან ერთად, აღნიშნულ კვლევებში 2014 წლიდან არის ჩართული. მეცნიერმა ველური ვაზის ნიმუშები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას კოლექციაში, ასევე, ბუნებრივ პირობებში სპეციალურად ორგანიზებულ ექსპედიციის ფარგლებში აიღო.
მასალები, რომელიც მილანის უნივერსიტეტში დამუშავდება, პასუხს გასცემს ვაზის კომპლექსური დაავადებების ბევრ კითხვას, რაც უმნიშვნელოვანესია მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებისთვის, რადგან ვაზის დაავადებათა კომპლექსი, იწვევს მოსავლის მნიშვნელოვან დანაკარგებს საღვინედ გამოყენებულ თითქმის ყველა ჯიშში.