ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ქართული ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისათვის დოკუმენტაციის მიღება გრძელდება.

ზოგადი

ქართული ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისათვის დოკუმენტაციის მიღება გრძელდება.
30.06.2025

ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს 300 000 ლარის ოდენობის თანადაფინანსებას მეწარმეებისთვის, რომლებიც ქართული ღვინის ექსპორტსა და მარკეტინგულ საქმიანობას ახორციელებენ საერთაშორისო ბაზარზე.
პროგრამაში მონაწილეობისათვის აუცილებელია, ღვინის ექსპორტის მოცულობა და მარკეტინგული ხარჯი, ყველა რეგიონში ერთობლივად (აზიის რეგიონი, ევროპის რეგიონი, ამერიკის რეგიონი და სხვ. გარდა საქართველოსა, სუამისა და დსთ-ის ქვეყნებისა) ან ბენეფიციარის შერჩევით არაუმეტეს ორ რეგიონში, მიმდინარე წელს იყოს იმაზე მეტი, ვიდრე წინა წელს.
ქართული ღვინის პოპულურაზიციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს სხვადასხვა მიზნობრიობებით გაწეული მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსებას. მიზნობრიობის ჩამონათვალი იხილეთ დანართ N1.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, პირველ ეტაპზე, საჭიროა 2025  წლის 1 ივლისიდან 1 სექტემბრის ჩათვლით წარმოადგინოთ:
1. შევსებული განაცხადის ფორმა დანართი N1
2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
3. ცნობა შემოსავლების სამსახურიდან საგადასახადო დავალიანების არ ქონის შესახებ
4. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან
5. საბანკო რეკვიზიტები

 განაცხადები მიიღება ელექტრონულად - info@wine.gov.ge-ზე ან ღვინის ეროვნულ სააგენტოში წარდგენით შემდეგ მისამართზე:  მარშალ გელოვანის გამზირი  32
პროგრამის პირობებისა და ანაზღაურების გაცემის დეტალური პროცედურების შესახებ ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ლინკებზე: 

განაცხადის ფორმა

წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა

ხელშეკრულება

ანაზღაურების პირობები

ქართული ღვინო