ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ღვინის ეროვნული სააგენტო ქალაქ მცხეთაში წარმოდგენილია კონცეფციით - „საქართველო ღვინის სამშობლო“

ზოგადი

ღვინის ეროვნული სააგენტო ქალაქ მცხეთაში წარმოდგენილია კონცეფციით - „საქართველო ღვინის სამშობლო“
26.05.2024

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო ქალაქ მცხეთაში წარმოდგენილია კონცეფციით - „საქართველო ღვინის სამშობლო“.
ღონისძიებაში 10-მდე ადგილობრივი ღვინის მწარმოებელი მონაწილეობს. წარმოდგენილია ქართული ღვინისა და ვაზის კულტურის ისტორიასა და ტრადიციებთან დაკავშირებული ვიზუალური და საინფორმაციო მასალა, მათ შორის, ქართლის რეგიონის ღვინისა და ვაზის ჯიშების მრავალფეროვნება; მოწყობილია  „სომელიესკუთხე“, სადაც კონკურსის „საუკეთესო სომელიე 2021-ის“ გამარჯვებული ჯაბა ძიმისტარაშვილიპროფესიულ დეგუსტაციას მართავს.
მცხეთაში გამართულ ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ვაჭარაძე , სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში
დავით ნოზაძე  და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან.
„ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. დამოუკიდებლობა არის უმთავრესი მონაპოვარი, რაც ჩვენი ქვეყნის განვითარების აუცილებელი პირობაა. საქართველოს ეკონომიკური გაძლიერებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს აგრარულ სექტორს, რომელშიც მევენახეობა-მეღვინეობის დარგს, 8 ათას წლიანი ისტორიის მქონე ქართულ ღვინოს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ისტორიული ქალაქის, მცხეთის სტუმრებს დღეს აქვთ შესაძლებლობა, დააგემოვნონ საქართველოს უნიკალური ღვინოები, გაეცნონ მის ისტორიას, ქართული მევენახეობა-მეღვინეობის დარგისთანამედროვე მიღწევებს და გამოწვევებს", - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
ღონისძიების ფარგლებში, ქალაქის ცენტრში მოწყობილ მოედანზე მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს ქართული ღვინის გამოფენა-გაყიდვა; ბავშვებისთვის მოწყობილია გასართობ-შემეცნებითი სივრცე, იმართება საბავშვო და ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები; გამოფენილია სამხედრო ტექნიკა. 
17.10 საათზე აფხაზეთის კაპელა შეასრულებს საქართველოს  ჰიმნს.
ღონისძიება დღის ბოლოს გალა-კონცერტით დასრულდება. 
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მცხეთაში, ზუგდიდსა და ოზურგეთში იმართება.

ქართული ღვინო