ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს რაგბის კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ზოგადი

ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს რაგბის კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
04.05.2023

ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს რაგბის კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ და საქართველოს რაგბის კავშირის გენერალურმა დირექტორმა, იოსებ ტყემალაძემ მოაწერეს.
მემორანდუმის ფარგლებში, ქართულიღვინისა და ქართულირაგბის პოპულარიზაციის მიზნით, რაგბის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე და მისი მიმდინარეობის პერიოდში,  ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდება. საფრანგეთის იმ ქალაქებში, სადაც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების შეხვედრებია დაგეგმილი, გაიმართება ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციები, საზოგადოებას საშუალება ექნება გაეცნოს ქართულისპორტის უძველეს ისტორიასა და ტრადიციებს.
ლევან მეხუზლას განცხადებით, საქართველოღვინისსამშობლოა და შესაბამისად, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ქართველებისთვის ღვინო არის ქართული კულტურის, იდენტობის, ტრადიციების და ისტორიის ნაწილი. რაგბიც, თავის მხრივ, რა თქმა უნდა, გამოხატავს ქართველების მებრძოლ სულს და ხასიათს. მან აღნიშნა, რომ ეს მემორანდუმი მნიშვნელოვან შედეგების მოუტანს ორივე მიმართულებას და რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი იქნება საუკეთესო პლატფორმა  ქართული ღვინის და ზოგადად, საქართველოს პოპულარიზაციისთვის.
მსოფლიოში რაგბის გულშემატკივრების რაოდენობა დაახლოებით 1.2 მილიარდია. ჩვენი გამარჯვებით ჩვენ მოვიპოვეთ ნდობა, ვართ მეთერთმეტე და გვაქვს კიდევ უფრო დიდი ამბიცია. ჩვენი ამ მაღალი ნდობით გვინდა, ქართული პროდუქტები, პირველ რიგში ქართულიღვინო, შევთავაზოთ მთელ მსოფლიოს, აღნიშნა იოსებ ტყემალაძემ. 
მემორანდუმის გაფორმების შემდგომ, გაიმართა  ყოფილი მორაგბისა და პოლიტიკოსის, ირაკლი ტრიპოლსკის ფილმის ლელობურთი პრემიერა. ფილმი მრავალსაუკუნოვან ქართულ თამაშში #ლელო რაგბის ფესვებს და დიდ ბრიტანეთში, ლელოს მსგავსი თამაშის ტრადიციასთან მის კავშირს იკვლევს.
ღონისძიებას  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების, რაგბის კავშირის და ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 
მემორანდუმის შესაბამისად, რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდგომ, მსგავსი ფორმატის ღონისძიებები თანმდევი გახდება ყველა იმ მსხვილი საერთაშორისო ტურნირის, სადაც  ქართველი ბორჯღალოსნები მიიღებენ მონაწილეობას.

ქართული ღვინო