ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

რთველის მიმდინარეობა - 18 სექტემბერი

ზოგადი

რთველის მიმდინარეობა - 18 სექტემბერი
18.09.2015

18  სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია  14 ათას ტონამდე ყურძენი. მათ შორის, 4 500 ტონამდე რქაწითელი, 5 300 ტონამდე საფერავი, 670 ტონამდე კახური მწვანე და 3 400 ტონაზე მეტი სხვა ჯიშის ყურძენი. 

რთველი თანდათან გადადის აქტიურ ფაზაში - განვლილი დღე-ღამის განმავლობაში გადამუშავდა 2,4 ათას ტონამდე ყურძენი. რთველი კახეთის თითქმის ყველა რაიონში მიმდინარეობს. საგარეჯოს რაიონი ყურძნის კრეფის პროცესში მოგვიანებით ჩაერთვება.

კახეთში ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 32 ღვინის მწარმოებელი კომპანია, მათ შორის, 11 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ღვინის საწარმო. ყურძნის გადასამუშავებლად მზადყოფნის მიზნით, ამ დროისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში სულ დერეგისტრირებულია 100-მდე ღვინის კომპანია.

რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, ასევე მუშაობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge.

 

ქართული ღვინო