ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ოქტომბრის პირველ ნახევარში რთველი რაჭის რეგიონშიც დაიწყება

რთველი

ოქტომბრის პირველ ნახევარში რთველი რაჭის რეგიონშიც დაიწყება
21.09.2021

ადგილწარმოშობის ღვინის „ხვანჭკარა“ ჯიშობრივი სიზუსტის დაცვა და ხარისხის უზრუნველყოფა ღვინის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. „ხვანჭკარის“ ხარისხისა და უნიკალურობის დასაცავად, რაჭაში სპეციალური ღონისძიებები უკვე დაიწყო. 
რაჭის რეგიონის შესასვლელებში მოეწყო სპეციალური საკონტროლო პუნქტები. შემოწმდება რეგიონში შემოსული ყველა მანქანა, რათა არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემოტანა. 
ამავე მიზნით, რთველის დაწყებისთანავე, ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ამპელოგრაფები მონიტორინგს გაუწევენ ჩასაბარებელი ყურძენს, რათა არ მოხდეს სხვა ჯიშების „ხვანჭკარის" სანედლეულო ჯიშებში - მუჯურეთულ/ალექსანდროულში შერევა. რთველის საკოორდინაციო შტაბი ქალაქ ამბროლაურში გაიხსნება. 
ყურძნის მოსავლის დაბინავების პარალელურად, უპირველეს ამოცანად რჩება ქართული ღვინის, რაჭის შემთხვევაში კი, განსაკუთრებით, ღვინის „ხვანჭკარა“ ხარისხის უზურუნველყოფა და უნიკალური თვისებების შენარჩუნება.

ქართული ღვინო