ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

კახეთში 120 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

რთველი

კახეთში 120 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
16.09.2021

16 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 120 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის დაახლოებით 45%-ია. გადამუშავებულია 70 ათას ტონამდე რქაწითელი,  საფერავი 42 ათას ტონამდე, 3 ათას ტონამდე კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
ყურძნის დღიური გადამუშავება 10 ათასი ტონის ფარგლებშია, რაც რთველის აქტიურ პროცესზე მიუთითებს. 
რთველი კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს, გარდა საგარეჯოსი, რომელიც მოსავლის დაბინავების პროცესში მომავალი კვირიდან ჩაერთვება.
კახეთში, მევენახეებმა,  ყურძნის რეალიზაციით  120 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი უკვე მიიღეს. 
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა მოქმდებს. პროგრამის მიზანია, პანდემიით გამოწვეული ვითარება უარყოფითად არ აისახოს მევენახე ფერმერებზე და ღვინის მწარმოებლებზე, სრულად დაბინავდეს ყურძნის მოსავალი. რთველი 2021-ის ფარგლებში, სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს და 1 კგ ყურძენში მევენახეს არანაკლებ 0,90 ლარს გადაუხდის.

ქართული ღვინო