ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

კახეთში რთველი აქტიურ ფაზაშია, მოსავლის თითქმის 40% უკვე დაბინავებულია

რთველი

კახეთში რთველი აქტიურ ფაზაშია, მოსავლის თითქმის 40% უკვე დაბინავებულია
14.09.2021

14 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 100 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის დაახლოებით 40%-ია. ყურძნის დღიური გადამუშავება 10 ათასი ტონის ფარგლებშია. რთველის პროცესში დღემდე 136 ღვინის საწარმო იყო ჩართული.
კახეთში, მევენახეებმა,  ყურძნის რეალიზაციით  90 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი უკვე მიიღეს. მოსავლის რეალიზაცია 10 ათასამდე მევენახემ მოახდინა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა მოქმდებს. პროგრამის მიზანია, პანდემიით გამოწვეული ვითარება უარყოფითად არ აისახოს მევენახე ფერმერებზე და ღვინის მწარმოებლებზე, სრულად დაბინავდეს ყურძნის მოსავალი. რთველი 2021-ის ფარგლებში, სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს და 1 კგ ყურძენში მევენახეს არანაკლებ 0,90 ლარს გადაუხდის.

ქართული ღვინო