ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

რთველის პერიოდში, ღვინის ეროვნული სააგენტო კახეთის რეგიონში მცხოვრებ 150 ახალგაზრდას ღვინის საწარმოებში ოპერატორის პოზიციაზე დაასაქმებს

რთველი

რთველის პერიოდში, ღვინის ეროვნული სააგენტო კახეთის რეგიონში მცხოვრებ 150 ახალგაზრდას ღვინის საწარმოებში ოპერატორის პოზიციაზე დაასაქმებს
31.08.2021

ახალგაზრდები ოპერატორის პოზიციაზე დასასაქმებლად, კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ჩატარებული გასაუბრებების შედეგად შეირჩნენ. შერჩეულ კანდიდატებს, რთველის აღრიცხვის პროგრამის ტრენინგები რთველის საკოორდინაციო შტაბში,  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალისტებმა ჩაუტარეს.

რთველის აღრიცხვის პროგრამა ქვეყანაში 2013 წლიდან მუშაობს. პროგრამა უზრუნველყოფს ჩაბარებული ყურძნის შესახებ სრული მონაცემების შეგროვებას, რაც მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებისთვის მნიშვნელოვანია.

დასაქმებული ახალგაზრდების ნაწილს, ანალოგიური სამუშაო გამოცდილება გასული წლების რთველიდან უკვე აქვს. ღვინის საწარმოებში ოპერატორის პოზიციაზე დასაქმებული ახალგაზრდების  ანაზღაურება, თვეში,  900 ლარამდე იქნება.

ქართული ღვინო