ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ქართული ღვინის დეგუსტაცია ჩინეთში გაიმართა

დეგუსტაცია

ქართული ღვინის დეგუსტაცია ჩინეთში გაიმართა
10.06.2021

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Meiburg Wine Media” ორგანიზებით,  ქართული ღვინის დეგუსტაცია ჰონგ-კონგში ღვინის ადგილობრივი პროფესიონალებისთვის გაიმართა. ღონისძიებას „Meiburg Wine Media”-ს ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი უძღვებოდა, რომელმაც მონაწილეებს დეგუსტაციის პარალელურად, ქართული ღვინის ისტორია, თანამედროვე და ტრადიციული მეღვინეობის ტექნოლოგიები გააცნო. სპეციალური პრეზენტაცია მოიცავდა ინფორმაციას მრავალფეროვანი ქართული ვაზის ჯიშებისა და საქართველოს მეღვინეობის რეგიონების შესახებ. ღონისძიების მონაწილეებს 10-მდე სხვადასხვა სახეობის ღვინის დეგუსტაციის შესაძლებლობა მიეცათ.
 
აღნიშნული დეგუსტაცია, „ქართული ღვინის თვის“ ფარგლებში გაიმართა, რაც „Meiburg Wine Media”-ის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ღონისძიებას მოიცავს. 
ჩინეთი რჩება ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრად, სადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, 2021 წელს, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება გაიმართება.

ქართული ღვინო