ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ღვინის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ

ზოგადი

ღვინის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები  ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ
30.04.2021

 2021 წლის პირველ კვარტალში, სააგენტომ ღვინის მწარმოებელ 7 კომპანიაში განახორციელა სახელმწიფო ზედამხედველობა, რაც  საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური  პროცესის  საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს. შვიდივე საწარმოში აღებული ღვინის ნიმუშები შეესაბამებოდა დადგენილ მოთხოვნებს.  
ამავე პერიოდში, სააგენტოს მიერ საინსპექციო კონტროლი განხორციელდა 10 კომპანიაში; აქედან ერთ კომპანიას უარი ეთქვა პროდუქციის ექსპორტის განხორციელებაზე. საინსპექციო კონტროლო სერტიფიცირებისათვის წარდგენილი საექსპორტო ალკოჰოლიანი სასმელის ან სპირტის ნიმუშის ლოტთან (ბოთლში დაფასოებული ღვინის პარტია) შესაბამისობის დადგენას გულისხმობს.
ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით,  ჩატარდა 56 დეგუსტაცია, შემოვიდა 2263 ნიმუში, 107 შეფასდა უარყოფითად, 2156 - დადებითად. აღსანიშნავია, რომ „ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში“ შესული ცვლილებებით, 2018  წლის 1 იანვრიდან, ყველა კატეგორიის საექსპორტო ღვინო სავალდებულო დეგუსტაციას ექვემდებარება.
ღვინის ექსპორტის რაოდენობის ზრდის პარალელურად,  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  ქართული ღვინის და ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლი.

ქართული ღვინო