ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

რთველის მიმდინარეობა. 27.09.2016

ზოგადი

რთველის მიმდინარეობა. 27.09.2016
27.09.2016

რთველის პროცესი კახეთის რეგიონში გრძელდება. 27 სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავდა  83,4 ათასი ტონა ყურძენი. აქედან 47 ათასი ტონა რქაწითელი, 32 ათასი ტონა საფერავი,  2,3 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. 

მევენახეებმა შემოსავლების სახით 72,6 მლნ ლარი მიიღეს.

გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: გურჯაანი - 28,6 ათასი ტონა, თელავი - 20,5 ათასი ტონა, ყვარელი - 20  ათასი ტონა,  სიღნაღი - 6,7 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 1,7 ათასი ტონა, ლაგოდეხი -  2,6 ათასი ტონა, ახმეტა -  2,1 ტონა  ტონა და საგარეჯო  -  1,7 ათასი ტონა.   

26 სექტემბერს ყურძნის გადამუშავების დღეღამურმა მაჩვენებელმა 6,15 ათასი ტონა შეადგინა.   

ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 62 ღვინის კომპანია, მათ შორის, 7 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული საწარმო, დანარჩენი კერძო ღვინის კომპანიაა. 

ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიებში ყურძნის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე  სუბსიდია გაიცემა: 

კახეთის  რეგიონში რქაწითელზე და  კახური მწვანეზე - 1 კგ-ზე  - 0,45 ლარი; 

საფერავზე -  1 კგ-ზე - 0,20 ლარი; 

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში მუჯურეთული/ალექსანდროულზე -  1 კგ-ზე - 2 ლარი.

დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501.

რთველის მიმდინარეობის დინამიკა შეგიძლიათ იხილოთ ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდებზე http://georgianwine.gov.ge/statistic  და http://rtveli2016.gov.ge/statistic.

 

ქართული ღვინო