ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

შეხვედრა სოფელ შაქრიანის მევენახეეებთან

ზოგადი

შეხვედრა სოფელ შაქრიანის მევენახეეებთან
13.09.2015

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი ყვარლის რაიონის სოფელ შაქრიანის მოსახლეობას შეხვდა. რამდენიმე ათეული  ადგილობრივი მევენახე უკმაყოფილებას გამოხატავდა მიმდინარე წლის რთველის სეზონზე ყურძნის ფასებთან დაკავშირებით. ისინი აცხადებდნენ, რომ ყურძენი უკვე სიმწიფეშია შესული და ღვინის კომპანიები მოსახლეობისგან ყურძენს არ იღებენ. 

\"წელს ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება. თქვენს რეგიონში ყურძენი სიმწიფეში არ არის შესული. როგორც კი ყურძენი მიაღწევს საჭირო კონდიციას, ღვინის კომპანიები უკვე დაიწყებენ ყურძნის გადამუშავებას. რაც შეეხება ფასს - ფასს ბაზარი არეგულირებს. თუ თქვენ ვერ შეძლებთ ღვინის კომპანიებთან თქვენთვის სასურველ ფასზე შეთანხმებას, იმ შემთხვევაში სახელმწიფო მზად არის შეისყიდოს  ყურძენი თვითღირებულებაზე მეტ ფასად, ისე, რომ მევენახე არ დარჩეს დაზარალებული\", - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

შეხვედრის მონაწილეები მოგვიანებით დავით ცხოვრებაძის ვენახს ესტუმრნენ. იგი წელს 3 ჰექტარ ფართობზე გაშენებული ვენახიდან 50 ტონამდე მოსავალს ელოდება. ვენახში ადგილზე მოხდა ყურძნის შაქრიანობის გაზომვა. შედეგად გამოჩნდა, რომ ყურძენი ჯერ არასაკმარისად იყო სიმწიფეში შესული და კიდევ რამდენიმე დღეს საჭიროებს  დასამწიფებლად.

რთველი კახეთში შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. 13 სექტემბრის მდგომარეობით, გადამუშავებულია 7 ათას ტონამდე ყურძენი. გადამუშავების პროცესში ჩართულია 19 ღვინის მწარმოებელი კომპანია, მათ შორის, 4 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ღვინის საწარმო. 

 

ქართული ღვინო