ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის 8 თვის მონაცემები

ზოგადი

ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის 8 თვის მონაცემები
04.09.2015

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2015 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 37 ქვეყანაში ექსპორტირებულია 19 860 452 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო.

ექსპორტის მატებაა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: ყაზახეთი - 2% (2 936 256 ბოთლი), ჩინეთი - 60% (1 185 821), პოლონეთი - 1% (1 020 394), ლატვია - 2% (709 602), ლიტვა - 1% (363 678), ესტონეთი - 37% (297 432), გერმანია - 27% (188 528), აშშ - 26% (155 744), კანადა - 89% (120 180), იაპონია - 7% (90 194), ყირგიზეთი - 23% (79 080), კორეა - 221% (24 054), და სხვა.

მთელ რიგ ქვეყნებში ექსპორტის მატების მიუხედავად, რეგიონში არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური მოვლენების გამო, 2 უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანაში - რუსეთსა (-58%) და უკრაინაში (-63%) ექსპორტის მკვეთრმა კლებამ, გავლენა იქონია ექსპორტის 8 თვის საერთო მონაცემზე, რაც 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 46%-ითაა შემცირებული. 

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი - 10 111 948 ბოთლი, ყაზახეთი -2 936 256, უკრაინა - 1 739 438, ჩინეთი - 1 185 821 და პოლონეთი -1 020 394. 

ამასთან ერთად, საანგარიშო პერიოდში 16 ქვეყანაში ექსპორტირებულია 3 677 415 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, 18 ქვეყანაში - 75 036 ბოთლი (0,5 ლ) ბოთლი ჭაჭა.

ქართული ღვინო