ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

შეხვედრა ბელარუს სტუმრებთან

ზოგადი

შეხვედრა ბელარუს სტუმრებთან
03.07.2015

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი ბელარუსის დელეგაციის წევრებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერით იმყოფებიან. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ბელარუსის სხვადასხვა სამთავრობო უწყების წარმომადგენლები, რომლებიც ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრებს მართავენ საქართველოს სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურაში.

გიორგი სამანიშვილმა სტუმრებს წარუდგინა პრეზენტაცია ქართული ღვინის კულტურის ისტორიისა და ღვინის ინდუსტრიის არსებული მდგომარეობის შესახებ. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ უპასუხა სტუმრების შეკითხვებს, რომლებიც ძირითადად ქართული ღვინის ექსპორტსა და მასთან დაკავშირებულ მარკეტინგულ საკითხებს ეხებოდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, სტუმრებისთვის ქართული ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე უძღვებოდა.

მიმდინარე წლის 6 თვის ღვინის მონაცემებით, ბელარუსში ექსპორტირებულია 236 ათასზე მეტი ბოთლი ღვინო და 45 ათასი ბოთლი ბრენდი. ივნისის მდგომარეობით, ეს ქვეყანა ქართული ღვინის ექსპორტიორ ქვეყნებში მე-7 ადგილს იკავებს.

ქართული ღვინო