ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ქვევრის ღვინის წარდგენა იტალიაში

ზოგადი

ქვევრის ღვინის წარდგენა იტალიაში
08.02.2015

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 9 ქართული კომპანიის 30 დასახელების ქვევრის ღვინო იტალიის დედაქალაქ რომში 7-8 თებერვალს გამართულ ნატურალური ღვინის გამოფენაზე ,,VIGNAIOLI NATURALI A ROMA” იყო წარმოდგენილი.

გამოფენა მეშვიდედ ჩატარდა და მასში მონაწილეობდნენ შემდეგი ქართული ქვევრის ღვინის მწარმოებელი კომპანიები - „გოცას საოჯახო მეღვინეობა“, „ნიკას მარანი“, „ლაღვინარი“, „ჯაყელის ღვინოები“, „არჩილ გუნიავას მარანი“, „მანდილი“, „იაგოს ღვინო“, „ხოხბის ცრემლები“ და „ვიტავენეა“.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო იტალიის, საფრანგეთის, პორტუგალიის, სლოვენიის და სხვა ღვინის მწარმოებელი ქვეყნების ღვინოები. გამოფენას ტრადიციულად ათასობით ღვინის პროფესიონალი ესწრება, რაც ქართველ მეღვინეებს აძლევს შესაძლებლობას მოიძიონ ახალი იმპორტიორები და სარეალიზაციო ბაზრები.

გამოფენის გახსნამდე 5 და 6 თებერვალს, რომში, ერთ-ერთ ღვინის ბარში ქართული ქვევრის ღვინის დეგუსტაცია მოეწყო. დეგუსტაციას ღვინის იმპორტიორები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

აღნიშნული ღონისძიებების მხარდაჭერით, ღვინის ეროვნული სააგენტო ხელს უწყობს ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო მასშტაბით და შესაბამისად ღვინის საექსპორტო ბაზრების გაფართოებას.

ქართული ღვინო