ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ქართული ღვინო გამოფენაზე Les Penitentes

ზოგადი

ქართული ღვინო გამოფენაზე Les Penitentes
31.01.2015

საფრანგეთის ქალაქ ანჟეში დღეს ბუნებრივი ღვინოების გამოფენა „Les Penitentes” გაიხსნა, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ქართული ქვევრის ღვინოები მსოფლიოს მეღვინეობით სახელგანთქმული ისეთი ქვეყნების გვერდითაა წარმოდგენილი, როგორიცაა საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი.

გამოფენა ორდღიანია და მის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააჭაშნიკონ ქართული ქვევრის ღვინის მწარმოებელი კომპანიების „იაგოს ღვინო“, „ხოხბის ცრემლები“, „ალავერდის მარანი“, „რამაზ ნიკოლაძის მარანი“ და „მანდილის“ ღვინოები.

ქართული კომპანიები აღნიშნულ გამოფენაში უკვე მეოთხედ მონაწილეობენ. ქართველი მეღვინეები აცხადებენ, რომ გასულმა წლებმა მათ მნიშვნელოვანი იმპორტიორები შესძინა, რამაც შესაბამისად ღვინის ექსპორტის ზრდა გამოიწვია.

ქართველი მეღვინეები 1-2 თებერვალს, ქალაქ სომურში გამოფენაზე ‘’La Dive BoutteilLe” გადაინაცვლებენ.

ზემოთ აღნიშნული გამოფენები საფრანგეთში ითვლება წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად ბუნებრივი მეღვინეობის სფეროში, რომელსაც მსოფლიოში ცნობილი ნატურალისტი მეღვინეები, ღვინის იმპორტიორები, ბაიერები, მედიის წარმომადგენლები და სომელიეები, და სხვა ათასობით სტუმარი ესწრება.

ღვინის ეროვნული სააგენტო ქართულ ღვინის კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას საკუთარი პროდუქცია წარმოადგინონ მსოფლიოს სხვადასხვა გამოფენაზე, რაც ქართული ღვინის ცნობადობისა და პოპულარიზაციის გაზრდისა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის წინაპირობაა.

ქართული ღვინო