ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ქართული ღვინის პირველი წარდგენა მაკაუში

ზოგადი

ქართული ღვინის პირველი წარდგენა მაკაუში
25.06.2015

ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ცნობილი ღვინის მაგისტრის დებრა მეიბურგის ორგანიზებით, ჩინეთის ქალაქ მაკაუში ქართული ღვინის სემინარი-დეგუსტაციის გაიმართა. 

ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით გამართულ ღონისძიებას ადგილობრივი იმპორტიორები, ღვინის მაღაზიებისა და ბარების წარმომადგენლები, ბლოგერები, ღვინის თემაზე მომუშავე ჟურნალისტები დაესწრნენ. 

ჩინეთის ამ ქალაქში ქართული ღვინის დეგუსტაცია პირველად გაიმართა. როგორც მარკეტინგული კომპანია „Meiburg Wine Media”-ს ხელმძღვანელმა დებრა მეიბურგმა აღნიშნა, ქართულმა ღვინომ ღონისძიების სტუმრების დიდი მოწონება და დაინტერესება დაიმსახურა, რაც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდისკენ გადადგმულ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს.

დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ქართული ღვინის კომპანიების ღვინოები: „ბაგრატიონი“, „თელავის ღვინის მარანი“, „კომპანია ბესინი“, „შატო მუხრანი“, „თბილღვინო“, „ქინძარაულის მარანი“, „მეღვინეობა ხარება“, „თელიანი ველი“ და „არმაზი“.

ქართული ღვინო