ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ღვინის ტურიზმის სართაშორისო კონფერენციაზე საქართველოს შესახებ პრეზენტაცია გაიმართა

ზოგადი

ღვინის ტურიზმის სართაშორისო კონფერენციაზე საქართველოს შესახებ პრეზენტაცია გაიმართა
09.04.2015

8-9 აპრილს საფრანგეთის ქალაქ შამპანში, ღვინის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია IWINETC გაიმართა, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა პრეზენტაცია გამართა თემაზე „საქართველო - ღვინის სამშობლო“.

კონფერენცია ღვინის ტურიზმის სექტორში წლის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებად ითვლება. ღვინის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციას გასულ წელს თბილისი მასპინძლობდა, წელს კი ღვინის ეროვნული სააგენტო ღონისძიების ოქროს სპონსორი იყო.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მიერ წარდგენილ 40-წუთიან პრეზენტაციაში აღნიშნული იყო, რომ საქართველოს ღვინის წარმოების 8 ათასწლიანი უწყვეტი ისტორია გააჩნია,  სადაც აღწერილია 500-ე მეტი ადგილობრივი ვაზის ჯიში და ამ ქვეყანაში მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ღვინოს აწარმოებენ.

ორდღიანი კონფერენციის  პროგრამა მოიცავდა მოხსენებებს ღვინის ტურიზმის თემებზე, ღვინის დეგუსტაციებს, მათ შორის ქართული ღვინის, ასევე, სამუშაო შეხვედრებს ღვინის ტურიზმზე მომუშავე ორგანიზაციებს შორის. მასში მონაწილეობდა 45 ქვეყნის 300-მდე დელეგატი. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა მოლაპარაკებები  და სემინარები.

კონფერენცია იმართება ყოველწლიურად და ერთადერთი კონფერენციაა, რომელიც ორიენტირებულია ღვინის ტურისტული პროდუქტების კომერციალიზაციაზე. 

საერთაშორისო ტურ-ოპერატორების, ჟურნალისტების, ფოტოგრაფებისა და ბლოგერების მხრიდან  კონფერენციის მიმართ დაინტერესება ყოველწლიურად იზრდება, რაც კონფერენციის მონაწილე ქვეყნებს საშუალებას აძლევს საკუთარი ქვეყნის ტურისტული პოტენციალი უკეთ წარმოაჩინონ და ქვეყანაში ღვინის ტურიზმი განავითარონ.

აღნიშნული კონფერენცია კარგი საშუალებაა  ქვეყნის მიმართ ცნობადობის ამაღლებისა და  ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის.  ღონისძიების ფარგლებში, ხორციელდება  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტურისტული სააგენტოებს, კომპანიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის ახალ პარტნიორების მოძიება და  კონტაქტების დამყარება.

ქართული ღვინო