ღვინისა და ბრენდის ექსპორტის მაჩვენებლები კვლავ იზრდება
ზოგადი
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2014 წლის 10 თვეში (იანვარ-ოქტომბერი) მსოფლიოს 42 ქვეყანაში ღვინის ექსპორტმა 49 352 784 (0,75 ლ) ბოთლი შეადგინა, რაც 49%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.
ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების პირველი ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება: რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ბელარუსი და პოლონეთი, სადაც რუსეთი ლიდერობს 64%-ით ექსპორტის მთლიან მოცულობაში. ღვინის ექსპორტმა რუსეთში 2014 წლის 10 თვის მონაცემებით 31 735 919 ბოთლი შეადგინა. საექსპორტო ქვეყნების ათეულშია ჩინეთი, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი და აზერბაიჯანი.
ღვინის ექსპორტმა თანხაში 157 273 842 აშშ დოლარი ($) შეადგინა, რაც 49%-ით აღემატება 2013 წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს.
ამასთან, ოქტომბრის მდგომარეობით 14 ქვეყანაში ექსპორტირებულია 10 507 401 (0,5ლ) ბოთლი ბრენდი. 2014 წლის განვლილ 10 თვეში, ბრენდის ექსპორტმა თანხაში 33 826 347 აშშ დოლარის ($) მიაღწია, რაც 46%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს.
ბრენდის ექსპორტიორ ქვეყნებში კვლავ ლიდერობს უკრაინა, სადაც იანვარ-ოქტომბრის მდგომარეობით ექსპორტმა - 5 492 502 ბოთლი შეადგინა, მეორე ადგილს 4 402 380 ბოთლით რუსეთი იკავებს.