ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

„ღვინის ქალაქი“ თბილისობის დღესასწაულზე

ზოგადი

„ღვინის ქალაქი“  თბილისობის დღესასწაულზე
25.10.2014

25 ოქტომბერს, თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში, საქართველოს სომელიეთა ასოციაციამ, სსიპ ღვინის ეროვნულმა სააგენტომ და თბილისის მერიამ „ევროპის მოედანზე“ საზეიმოდ გახსნეს \"ღვინის ქალაქი“, სადაც განთავსებული იყო ღვინის სახლები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან: კახეთი, ქართლი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, სუბტროპიკული ზონა. ღვინის სახლებში წარმოდგენილი იყო ქართული კომპანიების ღვინოები. დღსასწაულზე მოსულ სტუმრებს ასევე შეეძლოთ დაეგემოვნებინათ ჭაჭის კოქტეილები.

„ღვინის ქალაქის“ სიმბოლური გასაღები ქალაქის მერს დავით ნარმანიას გადაეცა.

„ღვინის ქალაქში“ წარმოდგენილი იყო ინფორმაცია ღვინოებზე - ყურძნის ჯიშებზე, ღვინის წარმოების ტექნოლოგიაზე, ღვინის მწარმოებლებზე და ა.შ. ფესტივალზე წარმოდგენილი ღვინოები კი გაიყიდა ფასდაკლებით. ასევე, დღის განმავლობაში გაიმართა სხვადასხვა კომპანიის პროდუქციის დეგუსტაციები.

„ღვინის ქალაქი“ თეატრალიზებული ღვინის აღლუმით გაიხსნა - სტუდენტებისა და თეატრ „ნაბადის” მსახიობების მონაწილეობით აღლუმმა ჩაიარა მეტეხის ხიდზე „ღვინის ქალაქმდე“. ამავე დღეს “ღვინის ქალაქის” სცენაზე მოეწყო ჯგუფ “ფრანის”კონცერტი.

ქართული ღვინო