- სიახლეები
- ქართული ღვინო იტალიაში გამართულ ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაზე იყო წარმოდგენილი
ქართული ღვინო იტალიაში გამართულ ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაზე იყო წარმოდგენილი
გამოფენა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში გამართულ ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში „RAW WINE” 5 ქართული კომპანია მონაწილეობდა.
„RAW Wine” ერთ-ერთი გამორჩეული საერთაშორისო გამოფენაა, სადაც მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის მაგისტრი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონი.
გამოფენაზე „RAW Wine“ ქართული ქვევრის ღვინის წარდგენა მნიშვნელოვანია ქვევრის ღვინის პოპულარიზაციის, მცირე და საშუალო მარნების მიერ პოტენციური იმპორტიორების მოძიებისა და ექსპორტის ზრდისთვის.
აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2025 წელს, ქვევრის ღვინის მწარმოებელი მარნები „RAW Wine“-ის სხვადასხვა ქვეყნაში გამართულ გამოფენებში იღებენ მონაწილეობას.