ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ქართული ღვინისა და პოლონური სამზარეულოს შეხამების ღონისძიება ვარშავაში გაიმართა

ზოგადი

ქართული ღვინისა და პოლონური სამზარეულოს შეხამების ღონისძიება ვარშავაში გაიმართა
31.03.2016

30 მარტს პოლონეთის დედაქალაქ  ვარშავაში ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია ,,Vinisfera’’-ს დირექტორმა მარიუს კაპჩინსკიმ ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გამართა.  ღონისძიებას დაესწრნენ  ადგილობრივი იმპორტიორები, ღვინის მაღაზიებისა და რესტორნების წარმომადგენლები. 

პრეზენტაციის ძირითადი კონცეფცია იყო ქართული ღვინისა და პოლონური სამზარეულოს ტანდემი. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ შემდეგი ქართული კომპანიების ღვინოები: ‘შუხმან ვაინს ჯორჯია“, „შატო მუხრანი“, „ვაზიანი კომპანი“, „თელავის ღვინის მარანი“, „ქინძმარაულის მარანი“, „კორპორაცია ქინძმარაული“, „არჩილი გუნიავას მარანი“, „ბექა გოცაძის მარანი“ და „ნიკა ბახიას მარანი“.

პოლონეთი ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს და ქართულ ღვინოს ამ ბაზარზე დამკვიდრების დიდი პოტენციალი გააჩნია. პოლონეთი ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულშია -  2015 წლის მონაცემებით, საქართველოდან  ექსპორტირებულია  1,6 მლნ ბოთლზე მეტი ღვინო.

ქართული ღვინო