ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა
ამ ეტაპზე მიიღება განაცხადები 2025 წლის მეორე ნახევარში ჩასატარებელ ღონისძიებებზე.
განაცხადები მიიღება 2025 წლის 9 ივნსიდან 30 ივნისის ჩათვლით.
პროგრამის მიზანია, ადგილობრივ ბაზარზე ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ღონისძიებების სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმი იყოს მეტად მოქნილი და გამჭვირვალე.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება საქართვლოს მასშტაბით დაგეგმილი ქართული ღვინოპროდუქციის ფესტივალები; ღვინოპროდუქციის თემატური გამოფენები ქართული ღვინის წარდგენით; ადგილობრივი და საერთაშორისო ღვინოპროდუქციის კონკურსები;