მარცხენა ნაპირზე, სოფელ ენისელთან. კომპანია ფლობს 22 ჰექტარ ვენახს ყვარლის მიკროზონაში, რომლის მიკროკლიმატს განსაზღვრავს ცივ-გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთი ექსპოზიცია, კავკასიონის მყინვარებიდან დაშვებული ცივი ჰაერის მასები, ტყის და მდელოს ყავისფერი ნიადაგები. ვენახები მდებარეობს 400-500 მეტრზე ზღვის დონიდან. მევენახეობისა და მეღვინეობის განუყოფელი ერთიანობა საუკუნეების მანძილზე, ღვინის წარმოების უძველესი ტრადიციის შენარჩუნება, მიწისა და კუთხის ღრმა პატივისცემა ცხრა მუხას მთავარ ფასეულობას წარმოადგენს. კომპანია აწარმოებს პრემიუმ კლასის ღვინოს, ცხრა მუხას ვენახებში მოყვანილი ხიხვის, ქისის, რქაწითელის და საფერავის ჯიშის ყურძნისგან. პირველი მოსავლის აღება მოხდა 2013 წელს, პირველი ღვინის დამზადება კი 2014 წელს - ოთხი სახეობის მშრალი თეთრი და წითელი ღვინო, ორი წლის შემაგრებული ღვინო და ჭაჭა ჩამოსხმული და დარიგებული იყო საჩუქრად ოჯახის და მეგობრების ფართო წრეში. პირველი სასაქონლო პაკეტი კომპანიამ გამოუშვა 2017 წელს. დღეს ცხრა მუხას მარანი ამზადებს 5 სახეობის ღვინოს, შემაგრებულ ღვინოს და ჭაჭას. მათი დაგემოვნება შესაძლებელია საქართველოს ფარგლებს გარეთაც, აშშ-ს 27 შტატში და ქ. ნიუ-ორკის რესტორნებსა და მაღაზიებში, ამსტერდამში, შვედეთსა და სინგაპურში. კომპანიის პროდუქცია ხელმისაწვდომია ასევე ევროპაში, ინტერნეტ მაღაზიის საშუალებით. www.nineoaksestate.com | https://www.facebook.com/nineoaksestate/