საინტერესო ბმულები
ზოგადი ინფორმაცია
2013 წლის 22 აგვისტოს გურჯაანში ოფიციალურად გაიხსნა ,,რთველის საკოორდინაციო შტაბი“. შტაბის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე დავით შერვაშიძე, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელიი ლევან დავითაშვილი, ღვინის კომპანიების წარმომადგენლები, კახეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებისა და მას-მედიის წარმომადგენლები. შტაბის ხელმძღვანელად დაინიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი. 22 აგვისტოდან ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით, სააგენტოს თანამშრომლების დიდი ჯგუფი იმყოფებოდა გურჯაანში რთველის საკოორდინაციო შტაბში სამუშაოდ.
სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების გარდა, შედიოდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.