საოჯახო მარანი ელთა დაარსდა 2024 წელს, თუმცა ჩვენს ოჯახში ღვინის დაყენების ტრადიცია დიდი ხნის ისტორიას ითვლის. მარანი მდებარეობს ყვარელში, კახეთის მეღვინეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეგიონში.
ვაწარმოებთ ქვევრის ღვინოს, რომელიც მზადდება საკუთარ ვენახებში მოყვანილი ყურძნისგან. ვენახები განლაგებულია ყვარელსა და გურჯაანში, რაც საშუალებას გვაძლევს მივიღოთ მაღალი ხარისხის, ადგილობრივ ტერუარზე დაფუძნებული ნედლეული.
ჩვენი ღვინო გამოირჩევა ავთენტური ქართული ხასიათითა და ოჯახისეული მეღვინეობის ტრადიციების ერთგულებით.