Walkaround tasting- ამერიკის შეერთებული შტატები
სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო, ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე ქართული ღვინის გაყიდვების ხელშეწყობის, პოპულარიზაციისა და ცნობადობის ამაღლების მიზნით, თანამშრომლობს ამერიკულ მარკეტინგულ კომპანიასთან “Colangelo&Partners”.
მიმდინარე წლის მაისის თვეში, ამერიკელი მასტერ სომელიეები ესტუმრებიან საქართველოს, სტუმრები გაეცნობიან ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიას და ადგილზე დააგემოვნებენ, როგორც კლასიკური წესით, ასევე, ტრადიციული მეთოდით დამზადებულ ქართულ ღვინოს.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ქართული ღვინის დეგუსტაცია (Walkaround tasting), რომელიც ჩატარდება 20 მაისს.
დეგუსტაციაზე მონაწილეობა შეეძლებათ ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებიც ახორციელებენ ექსპორტს აშშ-ში. დეგუსტაციის ეფექტურად ჩატარებისა და სტუმრების მოთხოვნებიდან გამომდინარე მონაწილეთა რაოდენობა განისაზღვრა 15 კომპანიით.
დეგუსტაციაზე რეგისტრაცია დაიწყება 16 მაისს, 11:00- დან და დასრულდება 17 მაისს 17:00-ზე.
რეგისტრაციისას კომპანიამ უნდა შეავსოს შემდეგი ინფორმაცია:
- კომპანიის დასახელება;
- საიდენტიფიკაციო ნომერი;
- საკონტაქტო პირის მონაცემები (სახელი-გვარი; ელ.ფოსტა; ტელ.)
შენიშვნა : რეგისტრაციისას გთხოვთ მიუთითეთ მხოლოდ ერთი პირის მონაცემები, საბოლოო სიის დამტკიცებისა და სააგენტოსთან სამუშაო პროცედურებზე გადასვლის შემდგომ, შეგეძლებათ კომუნიკაციაში დაამატოთ სხვა პირებიც.
მონაწილეთა სიაში ავტომატურად მოხვდება პირველი 15 დარეგისტრირებული კომპანია, ასევე, იმოქმედებს მომლოდინეთა სია დამატებით 10 კომპანიისთვის. მომლოდინეთა სიიდან კომპანიების დამატება მოხდება რიგითობის პრინციპით.
სარეგისტრაციო ღილაკი აღნიშნულ გვერდზე გააქტიურდება 2024 წლის 16 მაისს, ზუსტად 11:00-ზე. რეგისტრაციის შემდეგ კომპანია მიიღებს სმს შეტყობინებას რეგისტრაციისას მითითებულ ნომერზე და შეტყობინებაში ეწერება მისი რიგითი ან რეზერვის ნომერი (შესაბამისად კომპანია წინასწარვე იქნება ინფორმირებული მოხვდა თუ არა ძირითად სიაში).
შენიშვნა: ერთი კომპანიის მიერ ორჯერ რეგისტრაცია ჩაითვლება დარღვევად და კომპანიის ორივე რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.